You are currently viewing IT აუთსორსინგის  უპირატესობები

IT აუთსორსინგის უპირატესობები

1. ხარჯების შემცირება IT აუთსორსის საშუალებით.

ხარჯების შემცირება არა მთავარი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რისთვისაც კომპანიები აიტი აუთსორს მიმართავენ. ზოგიერთი გათვლებით ეს რიცხვი 20-30%-ია. ეს სერვისი საშუალებას იძლევა გამოათავისუფლოთ თქვენი კომპანიის ფიქსირებული ხარჯები სხვა ნებისმიერი მიზნისთვის. აიტი აუთსორსი ასევე გათავისუფლებთ დიდი ხარჯებისგან ბიზნესის საწყის ეტაპზე.

2. გაზრდილი ეფექტურობა.

კომპანიები, რომლებიც თავად აკეთებენ ყველა სამუშაოს საკუთარი განყოფილებების დახმარებით, გაცილებით დიდი ხარჯები აქვთ კვლევის, განვითარების, მარკეტინგის და დისტრიბუციის კუთხით, რაც საბოლოო მომხმარებელს უნდა გადაეცეს. აუთსორს კომპანიების საფასე სტრუქტურა და მაშტაბის ეკონომია მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას მოგცემთ.

3. საკადრო პოლიტიკის ეფექტურობა

ახალი თანამშრომლების დაქირავება და ტრენინგი მოკლევადიანი ან დისტანციური სამუშაოებისათვის საკმაოდ ძვირი ჯდება, ხოლო არსებული თანამშრომლები ხშირად კონკრეტული პროექტის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. აუთსორსი საშუალებას იძლევა კომპანიის ადამიანური რესურსების ფოკუსირება მოხდეს იმ მიზნებზე, რაც ყველაზე მეტად სჭირდება კომპანიას.

4. დროის ეფექტური მართვა

გამოცდილი აუთსორს კომპანია პროექტს დაგეგმავს და განახორციელებს დროის მოკლე მონაკვეთში, რაც ორგანიზაციას დაუზოგავს დროს და შესაბამისად ხარჯებს.

5. თამაშის მონაწილეების დაბალანსება.

პატარა კომპანიების უმეტესობას არ გააჩნია საშუალება თავს უფლება მისცეს კომპანიის შიგნით დანერგოს IT სერვისები, რაც მხოლოდ დიდი კომპანიებისთვისაა შესაძლებელი. სწორედ IT აუთსორსია ყველაზე მარტივი და ეფექტური გადაწყვეტილება პატარა კომპანიებისთვის, რითიც ისინი შეძლებენ მიიღონ იგივე დონის ეფექტურობა, ეკონომია და ცოდნა, რაც მხოლოდ დიდ კომპანიებს გააჩნიათ.

Spread the love

კომენტარის დატოვება